|
2023-12-13 13:30:24, 703 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მივიღე მოწვევის წერილი - წერილი, რომელსაც ველოდები, ისაა, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს
მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ზურაბიშვილის ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. "არ ვაპირებ მისვლას. მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. მანამ, სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები შეუსაბამოა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზებით",- ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა. პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან. ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)