17:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 09:58:48, 569 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დავაკავშიროთ

„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალაა, ვინც ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მართლაც მნიშვნელოვანია, ის რეფორმები, რაც განხორციელდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯები. ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ისინი მხოლოდ ხელს გვიშლიდნენ, მაქსიმალური მცდელობა ჰქონდათ, ბრიუსელში სირბილის ჩათვლით, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ძალა „ქართული ოცნებაა“ ვინც ახორციელებდა რეფორმებს. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არ არის დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესია, რასაც სჭირდება მომდევნო წლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპას“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics