|
2023-12-12 15:15:54, 697 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა
არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია, მეტი ფული აკეთოს და დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მხრიდან არის კოორდინირებული. „ქართული საზოგადოება არის ძალიან გაზრდილი, მომწიფებული ამ 30 წლის განმავლობაში. გახსოვთ, 90-იან წლებში განსხვავებული ვითარება იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ საზოგადოებამ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იმდენი სირთულე გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ, იმდენი სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დღეს მისი მოტყუება პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ამ ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, რომელიც, სინამდვილეში, იქნება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტი, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ იყიდის“,- განაცხადა კობახიძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)