|
2023-12-12 14:16:36, 684 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი გვქონდა - დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი ჰქონდათ. როგორც პაპუაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უმოკლეს ვადებში განხორცილედება პარლამენტების თანამშრომლობის კუთხით არსებული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრებზე შეთანხმდნენ. „უმაღლეს დონეზე ხანგრძლივი, დეტალური და შინაარსობრივი საუბარი გვქონდა როგორც პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ყველა შეხვედრაზე ხაგასმული იყო სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. ეს არის არა მხოლოდ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს არის ძმობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შევთანხმდით. გვსურს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარლამენტებს შორის, რათა უფრო სტრუქტურული დატვირთვა მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს კომიტეტებს, აპარატებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასე რომ, ჩვენს ორ ქვეყანას წინ აქვს ძმური და წარმატებული მეგობრობის, განვითარების გზა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)