21:06 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 13:14:04, 553 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლეს.

"შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მუნირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი საზღვაო გაცნობიერებულობის საკითხებში სტივენ ბაუერი და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, აშშ-ის ელჩს და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბათუმში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა მოინახულეს, ასევე, „აილენდ“ კლასის მცურავი საშუალებით, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ქართულ მხარეს მასპინძლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics