|
2023-12-12 11:15:24, 520 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა დუბაიში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებრივი რესურსების სექტორის მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა. მათივე ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის ირიგაციის სისტემების მოდერნიზებასა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას. „აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის პირველი პროექტია, რომელიც სოფლის განვითარების სექტორში კავკასიის რეგიონში განხორციელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება წყლის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ფერმერებისთვის; ასევე, წყლის რესურსების მდგრადი მართვა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესზე, საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიასა და ადაპტაციის გეგმაზე, რომელიც განვითარების პროცესშია, აგრეთვე წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დასანერგად მიმდინარე რეფორმაზე. ღონისძიებას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების ხელმძღვანელი, სექტორალური დირექტორი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის პოლიტიკისა და პროგრამის განყოფილების, სურსათის სისტემებისა და მდგრადობის სამსახურის დირექტორი ესწრებოდნენ.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)