15:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 09:32:12, 633 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეთაური, თავდაცვის მდივანთან ერთად, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და სამხედრო აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

"ჩვენ არ დავნებდებით. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, უკრაინის იმედი გქონდეთ. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენზე დაყრდნობა შეგვეძლება",- თქვა ზელენსკიმ მიმართვისას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს გუშინ, 11 დეკემბერს ეწვია. დღეს, 12 დეკემბერს დაგეგმილია ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა. ბაიდენი უკრაინის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს ზელენსკის შეერთებულ შტატებში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. პრეზიდენტი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics