18:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 13:56:16, 778 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დადებითად შეაფასეს.

"მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან",- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics