|
2023-12-08 19:57:05, 533 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება შედგა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და ნოტარიუსმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, ნინო ხოფერიამ გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებაში ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოსთან პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობაზე. პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაცია, სანოტარო სამართლის განვითარება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია და სხვ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე შედგა. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე, ქართული ნოტარიატის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან აქტიური ურთიერთობა ქართული სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პარტნიორად მიღების შეთანხმებას წინ უძღოდა, 2023 წლის ივლისში გერმანიის ფედერალური ნოტარიუსთა პალატის სამართლებრივი მრჩევლის, რიჩარდ ბოკის ვიზიტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში და მემორანდუმის გაფორმება გერმანულ ნოტარიატთან.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)