23:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 15:27:11, 544 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცე-თავმჯდომარე, ლი ვუ ხელმძღვანელობდა.

მათივე ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაოების, მიმდინარე კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

"დელეგაციის წევრებმა ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს - სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და  საქართველოში ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრები საქართველოში გამოფენის „საქართველო ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics