20:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 13:48:52, 634 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი მელიაზე - ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ენმ-ი კონკურენტად არ განიხილავს პარტიას, რომლის დაფუძნებასაც მელია აპირებს.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ცხრა თვეა ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე არ განიხილება უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო.

მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა, ნიკა მელია და მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ, მათი მხრიდან გასაგები იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ - "ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია, ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა ამის გაფორმება. რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით,  ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს",- თქვა ფავლენიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 7 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მელიას თქმით, ახალ პარტიას აფუძნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics