|
2023-12-08 12:52:55, 693 ნახვა
პოლიტიკა
გახარია 20 ივნისზე - პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთა იყო
ჩემთვის 20 ივნისი ტრაგიკული დღეა. იქ დაშვებული იყო შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს იყო პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთა, რომელიც მიზნად ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას ისახავდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტ თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გახარიას თქმით, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. "ჩემთვის 20 ივნისი ტრაგიკული დღეა. იქ დაშვებული იყო შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთა იყო, რომელიც მიზნად ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას ისახავდა. ჩემთვის, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ამის არდაშვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ვთვლი, რომ საქართველოში დემონსტრაციებით, ძალადობით, ქუჩაში გამოსვლითა და ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევით ძალაუფლება აღარ უნდა იცვლებოდეს... 20 ივნისის გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, გაჩნდა კითხვა - ვინ გასცა ბრძანება და მე ამას ყოველთვის მარტივად და ერთნაირად ვპასუხობდი, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ღონისძიების პასუხისმგებელი მე ვარ იმიტომ, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ამ ღონისძიებას პირადად მე ვხელმძღვანელობდი... მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი იდეოლოგიურად, ფასეულობებითა და ემოციურად იმ დემონსტრანტების გვერდზე იდგა, რომლებმაც ეს აქცია დაიწყეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს აქცია გარდაიქმნა ძალადობრივ შტურმად პარლამენტის შენობაზე, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ დაუშვებდა და ამ შტურმის სულისჩამდგმელები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული ლიდერები, რომლებიც საბოლოო ჯამში, იქიდან გაიპარნენ და ეს ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს", - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტისა და ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. რამდენიმე საათში ვითარება დაიძაბა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი სამართალდამცავებს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს, რის გამოც აქციის 240-მდე მონაწილე, მინიმუმ 34 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა, ხოლო ორმა მოქალაქემ კი, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)