|
2023-12-08 12:27:53, 599 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტ თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გახარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მას მისცემს უფლებას, რომ საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს. "არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი პოზიცია არის ჯანსაღი პოზიცია. ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს; რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ გამოუშვით ან ვერ მიიღებთ ევროპულ პერსპექტივას. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. მიშა სააკაშვილს აძლევენ უფლებას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან", - განაცხადა გახარიამ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)