|
2023-12-08 12:02:21, 645 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ
მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია "რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მეგობრების წრეს" ზრდის. “40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დააფუძნეს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი IDU - კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმზე, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს უსაფრთხოება, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმების დასრულების მნიშვნელობა - მთავარი მიზანი დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული, კონსერვატიული პარტიების გაძლიერება, მხარდაჭერაა ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად. ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და IDU-ს პრეზიდენტისთვის. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან, პარტნიორი პარტიების ლიდერებთან გვქონოდა საქმიანი კომუნიკაცია. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ხაბეიშვილი.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)