|
2023-12-07 19:44:10, 662 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულთა ხსოვნას დღეს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობის წევრებმა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 17 მებრძოლი – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურისა და ორი მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტოა და გამორჩეული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ, ჯამში, 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ჩვენ მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო თანაგრძნობა და სამძიმარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილ ოჯახებს და ვიმედოვნებ, მათი მრავალწლიანი მოლოდინის დასრულება და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მათი ოჯახის წევრებისათვის სათანადო პატივის მიგების შესაძლებლობა მცირედ ნუგეშს მაინც მიანიჭებს მათ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)