23:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 16:36:20, 537 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის კონფერენცია ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე  საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კონფერენცია - რისკები  არასტაბილურ  გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ  კლეიტონმა გახსნეს.

"მათ რთულ, არასტაბილურ  გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა  და ამ კუთხით გამოცდილების  გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის  მხარეს  მადლობა გადაუხადა და თავდაცვის  უწყებაში რისკების მართვის სისტემის  დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება. 

კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების,  სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 

ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას  თავდაცვის სამინისტროსა და  გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები  დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics