14:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 15:08:26, 644 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა

სალომე ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს", მაგრად შემცდარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "განწირულ თავდადებას "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენისთვის რამე ლოგიკური შედეგი ჰქონდეს.

"ის [სალომე ზურაბიშვილი] ამოვარდნილი არის ყველაფრისგან და მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს, მას თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა რომ გათხაროს, ყველგან შეუძლია რომ გათხაროს", მაგრად შემცდარა ეს ადამიანი. სალომე ზურაბიშვილის განწირულ თავდადებას "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენისთვის, რამე ლოგიკური შედეგი შეიძლება რომ ჰქონდეს, ეს არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ნებისმიერს, ეს "ლელო" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ამას აქვს საერთო ფესვები. ესენი არიან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ღუდუშაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics