|
2023-12-07 12:19:28, 610 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ენმ-ის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად
ენმ-ის მიზანია, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატოში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო, ენმ-ის მიზანს კი ქვეყნის აღნიშნულ ველში დაბრუნება წარმოადგენს. „ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანი არის ის, რომ საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, მიმდინარეობს საქართველოს ხსენების გარეშე და ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა, საბოლოო ჯამში, დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატოში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატოში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები",- ამბობს ჭიაბერაშვილი.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)