|
2023-12-06 21:26:44, 568 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სიბინძურეა ის, რაც გახარიამ თქვა - არარეალისტურია და ლოგიკურადაც რომ შევაფასოთ მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს
როცა ერთ გუნდს განუდგები და უღალატებ იმ პრინციპებს, რომელმაც ეს გუნდი და ამ გუნდში გახარია გააერთიანა, შეგიძლია ხელი მოაწერო ყველანაირ სიბინძურეზე, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, “ეკონომიკური ზრდით 20-25 ოჯახი სარგებლობს საქართველოში“. ვოლსკის შეფასებით, "ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია დიდი სოციალური პაკეტის შექმნა და ამ სიტუაციაში გახარიას მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება სიბინძურის გარდა, არარეალისტურია". „გამორიცხულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფორმაციაში 20-25, თუნდაც 50 ოჯახი განაგებდეს სიტუაციას, მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტოდ დიდი სოციალური პაკეტის შექმნა, სადაც იხარჯება ყველაზე მეტი თანხა, რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი, გადარჩეს და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, თუნდაც მედიცინის, ჯანდაცვის მიმართულებით და უამრავი სხვა რამ. როდესაც სამხედროები, პოლიციელები, ადამიანები, ვინც ჩვენ გვიცავენ უკეთესი ცხოვრების პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი და დევნილები- ეს ჩვენი მოურჩენელი პრობლემა, დევნილების პრობლემა იქნება ესოდენ მძლავრად მხარდაჭერილი, რასაკვირველია, სიბინძურეა ის, რაც მან თქვა და სიბინძურის გარდა, არარეალისტურია და ლოგიკურადაც რომ შევაფასოთ მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ პიარულად სწორად დაალაგა თავისი აზრით, რომ ვიღაცებს თავს მოახვიოს კვლავ „ნაცმოძრაობის“ ნარატივი, რომ თითქოს ვიღაც განაგებს ფინანსების იმ რესურსებს, რომელიც მისი აზრით ეს ხალხში არ არის გადანაწილებული. ეს სიბინძურეც არის და გარდა ამისა, არსებობს საკითხისადმი ადამიანური დამოკიდებულება, რომლითაც ასევე ვერ დაიკვეხნის ვერანაირად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)