20:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 16:51:09, 728 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, შემდეგ სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება - გახარიამ ღალატის გზა აირჩია

ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს, ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

პაპუაშვილის თქმით, გახარია ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ეკონომიკაზე საუბრობს, "ეს აბსოლუტური ფარისევლობაა".

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია.

„სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს, თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics