|
2023-12-06 14:45:30, 846 ნახვა
პოლიტიკა
ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა პარტია დატოვა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11-დან 10-მა წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯიშკარიანის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის 18-მა წევრმაც მიიღო. "პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებითა და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნული კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებიანი პერსონების "ფსევდო-მიშისტების" კამპანია. ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნესინტერესებით იყო ნაკარნახევი. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე ლაპარაკობდა, მის საპირისპიროდ, ახალი მენეჯმენტიდან "მგლის ბილეთები" არის აფრიალებული. "ნაციონალური მოძრაობის" ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა და ასევე, რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ პარტია... სიმართლე ერთია - ეს სიმართლე უმაგრებს ზურგს ნიკა მელიას. ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ",- განაცხადეს ბრიფინგზე. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა პარტია დატოვეს. გუშინ, 5 დეკემბერს იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმაც მიიღო.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)