|
2023-12-05 21:59:19, 728 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს, ნატოს სანქციების ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება
დეზინფორმაციები და სპეკულაციები ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს კითხვის ნიშანი აღარავის აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, არამედ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. „ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის. მოსპო ის სპეკულაციები, რაც, სამწუხაროდ, ისევ ქართულ წიაღში წარმოიშვება ხოლმე და შემდეგ სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმებზე ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ევროკომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ასევე არსებობს ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ არ დასტურდება არცერთი ფაქტი, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სპეკულაციები წარმოიშვება ქვეყნის შიგნით, თუმცა დღეისთვის კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა, რადგან გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი ან სანქცირებული კომპანიები. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები ეფექტიანად იყოს განხორციელებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)