00:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 18:19:28, 1317 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატოს სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას, მაგრამ ეს ალიანსის პოზიციაზე არ იმოქმედებს

სლოვაკეთი, ნიდერლანდები და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას, მაგრამ ეს არ იმოქმედებს ალიანსის პოზიციაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინას დახმარებას უწევს, რადგან ეს ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებშია და აღნიშნავს, რომ დახმარება კვლავ გაგრძელდება.

"ნატოს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია.

უკრაინას დახმარებას ვუწევთ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ", - ამბობს სტოლტენბერგი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics