11:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 09:29:35, 882 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციების პირველი რაუნდი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრისთან დაიწყო.

ადმინისტრაციის ცნობითვე, კონსულტაციების დროს მხარეებმა გაცვალეს ხედვები ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სეგმენტზე გააკეთეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მსგავსი კონსულტაციები დაიწყო გერმანიასა და იტალიასთან, მანამდე კი ნიდერლანდებსა და საფრანგეთთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში პირველი სარაკეტო განგაში გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics