|
2023-12-04 20:56:28, 680 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე
ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ-კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა. მანვე ისაუბრა ევროპის როლზე და აღნიშნა, რომ ევროპის განვითარების ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე. „საქართველო ისტორიულად, ყოველთვის არა მხოლოდ თვლიდა საკუთარ თავს ევროპული სივრცის ნაწილად, არამედ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ვართ ევროპული კულტურის თანაშემოქმედნი. იმ კულტურის, რომელიც ჯერ კიდევ ელინისტური სამყაროდან მოდის და ეს კავშირი, ღვაწლი, წვლილი ევროპის ჩამოყალიბებაში მთელ ისტორიას გასდევს. დაწყებული ღვინიდან, თაფლიდან, ხორბლიდან, სხვადასხვა ნაწარმიდან და დასრულებული იმით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები იყვნენ არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში, ჰქონდათ საარჩევნო უფლება. ასე, რომ ევროპის განვითარების ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე. ჩვენი მოლოდინი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის, არის სწორედ ამ პერსპექტივიდან დანახული, რომ ჩვენ გვინდა კვლავაც ევროპის განვითარების თანამონაწილე ვიყოთ. გვსურს ევროკავშირის სამ ოფიციალურ დამწერლობას დაემატოს მეოთხე ოფიციალური დამწერლობა ქართულის სახით, ევროკავშირის 24 ენას დაემატოს ოცდამეხუთე -ქართული ენა. ჩვენ, ეს წვლილი არამხოლოდ ენობრივად, კულტურულად, სამართლებრივადაც შევიტანოთ ევროკავშირის განვითარებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)