18:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 17:49:29, 912 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას abc NEWS-ი ავრცელებს.

როგორც abc NEWS-ი კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ბიძგები კი სტამბოლსა და სხვა მიმდებარე რეგიონებშიც იგრძნობოდა.

სააგენტოს ცნობითვე, მიწისძვრის სიღრმემ 9 კმ შეადგინა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 11 პროვინცია დაანგრია.

აღსანიშნავია, ასევე რომ მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics