|
2023-12-04 13:47:12, 698 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა
ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრა ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა. მათივე ინფორმაციით, მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. "გარდა ამისა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას", - წერს "ეხო კავკაზა". მედიის ცნობით, ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მანამდე სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ მიზანი "სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარებაა კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად".
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)