|
2023-12-02 17:11:09, 782 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში
თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობს და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები. ცაგარეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო და პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა მართებს. „ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. „ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს“- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტიკა აუცილებელია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)