21:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 16:31:33, 685 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების კეზერაშვილთან ვიზიტზე - არ იქნება გახარებული იმ მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ლონდონში ჩაუტანენ

დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული იმ მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ლონდონში ჩაუტანენ, ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის დავით კეზერაშვილთან, ლონდონში ვიზიტს.

ცაგარეიშვილის  განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული არჩევნების წინ „თავზარდამცემი სისწრაფით“ განაგრძობს დაშლას, რის გამოც, სავარაუდოდ, მთავარმა სპონსორმა, კეზერაშვილმა, პარტიის ლიდერები დაიბარა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი. თავზარდამცემი სისწრაფით იშლება პარტია და ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული არჩევნების წინ, რაც ერთი ასად ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი პოლიტიკური ლიდერების მდგომარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიბარა თავისთან ეს ადამიანები მათმა მთავარმა სპონსორმა. რა თქმა უნდა, ჩაიბარებს მათგან ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ჩაუტანენ ლონდონში. კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები ამ ე.წ. პარტიაში, რაც ვფიქრობ, ლოგიკური დასასრულია იმისი, რასაც ეს ადამიანები ორი ათწლეულის მანძილზე აკეთებდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო, თესავდნენ ბოროტებას და საბოლოო ჯამში, მიიღეს ბოროტება. ნამდვილად არ დამწყდება გული, თუ ეს ავაზაკთა გაერთიანება, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ პარტია დაარქვა, ამ ფორმით, ტანჯვით დაიშლება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე დაიშლება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მალე გათავისუფლდება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმ მარწუხებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის ავაზაკებთან ერთად დაადო სრულიად ქართულ ოპოზიციას,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics