2023-11-30 09:09:58, 637 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ი ავრცელებს.
Kissinger Associates-ის ცნობით, ჰენრი კისინჯერი კონექტიკუტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა“, - ნათქვამია ფირმის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1960-იანი წლების ბოლოდან ჰენრი კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების - რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი იყო.
1973 წელს კისინჯერს ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,