|
2023-11-29 15:40:28, 548 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს - იგივე მიზანი ამოძრავებს ევროკომისიას, რაც მისასალმებელია
ის, რომ ევროკომისია განიხილავს ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტს - აგენტების კანონი ჰქვია პირდაპირ დოკუმენტს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი და შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვის აფინანსებს. მისივე თქმით, "იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია". "სინამდვილეში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ერთადერთი რამ, რასაც საქართველოში ითვალისწინებდა იყო ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში, რაც არ უნდოდათ. უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული ღონისძიებები, საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს აჟიოტაჟი, სინამდვილეში ამ კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. როცა გამჭვირვალე ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები, ეს პირველ რიგში, არის საზოგადოებისთვის, საზოგადოება ხედავს იმას, თუ ვინ აფინანსებს მაგალითად კარგ საქმეს, ან ცუდ საქმეს საქართველოში და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ მათ დონორებთან დაკავშირებით. ეს იყო კეთილშობილური საქმე, თუმცა ატყდა ხელოვნური აჟიოტაჟი, მოატყუეს ხალხი, მათ შორის სამწუხაროდ, კონკრეტული, მადლობა ღმერთს, ყოფილი დიპლომატები იყვნენ ჩართული საზოგადოების მოტყუებაში, ასეთ დროს შეიყვანეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)