|
2023-11-29 14:27:41, 621 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და გარანტირებულად მე-11 არჩევნებსაც
2012 წლიდან მოყოლებული, "ნაცმოძრაობა", მათ შორის, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება "ქართული ოცნება", თუმცა, მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და ასევე გარანტირებულად მე-11 არჩევნებს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, მხარდამჭერების იმედგაცრუებამ ენმ-ის რეიტინის შემცირება გამოიწვია. "ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა, შემდეგ იწვევენ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას. ამით, ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და 8-ჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს",- თქვა კობახიძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)