|
2023-11-29 14:09:36, 665 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა - „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“
მძიმე მდგომარეობაა - "ძაღლი პატრონს ვერ ცნობს", როგორც იტყვიან, "ნაცმოძრაობაში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე მოვლენები სისუსტის ნიშანია. "გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო "ნაცმოძრაობის" წევრი, თუმცა, მელიამ აუმხედრა, თუ არ ვცდები, საკრებულოები, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება "ნაცმოძრაობაში" და ალბათ, კიდევ გაგრძელდება. ეს არის, რა თქმა უნდა, სისუსტის ნიშანი. ენმ-ი არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. ანუ სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება",- აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. დღეს, 29 ნოემბერს ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ ენმ-ის თბილისის ორგანიზაციების ყოფილმა თავმჯდომარეებმაც მოუწოდეს. დღესვე, ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)