23:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 17:57:43, 645 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ხაბეიშვილის გადადგომისკენ მოწოდებები პარტიის წინააღმდეგაა მიმართული და „ოცნების“ ინტერესებს ეთამადება

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის თუ ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირ შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისკენ მოწოდებები პარტიის წინააღმდეგაა მიმართული და "ქართული ოცნების“ "ინტერესებს ეთამადება".

„საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის თუ ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირ შედეგი არ ექნება. მართლა წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს ზოგიერთი მეორედ და მესამედ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული და ბუნებრივია, ეხმიანება და ეთამადება „ქართული ოცნების“ ინტერესებს პირდაპირ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ კარგად იცოდეს, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და არჩევნები ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის იანვარში...

მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დამარცხებული კანდიდატების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა.

მოგვიანებით, აღნიშნულ მოწოდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის,ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეები, წევრები და თანამშრომლებიც შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics