|
2023-11-28 15:19:55, 558 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთს, „ჯორჯიან ეარვეისი“ ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა
„ჯორჯიან ეარვეისი“ გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს და მის ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს ასახულია კონსტიტუციაში. „ევროკავშირთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსს და გადავდივართ ევროინტეგრაციის შემდეგ, ანუ გაწევრიანების ეტაპზე. ამ ფონზე კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა, არ რჩება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, ეს არის კერძო კომპანია, შეგიძლიათ მათთან ნებისმიერი საკითხი გადაამოწმოთ. რაც ჩემთვის ცნობილია, „ჯორჯიან ეარვეისი“ გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, როდესაც იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებამ შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საქართველო სანქციებთან დაკავშირებულ ყველა წესს იცავს, ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)