18:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 15:44:11, 869 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია.

"მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 52 გვერდისგან შედგება და ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს.

ამასთან, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics