01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 12:46:37, 678 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვიწონებ კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“

ვიწონებ კონცეფციას, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის მიერ წარდგენილ დერუსიფიკაციის კონცეფციას "მთლიანად ეთანხმება".

"მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რამე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს.

"გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ, ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, "ლელომ" რამდენიმე დღის წინ სახელწოდებით, "საქართველოს დაცვის აქტი“ 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics