01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 18:52:59, 612 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

„მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილის გამო. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციებს დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების, აგრეთვე, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.

ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics