|
2023-11-23 09:34:31, 687 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე - ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს
ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის მიზანმიმართული სანქციების დაწესებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა. ლექსმანის თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და გმობს რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს. "ვგმობთ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს საზარელი აქტი, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და უკანონო გატაცების ყველა სხვა შემთხვევა, წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ მისი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის და მისი მარიონეტების ყველა ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს", - განაცხადა ლექსმანმა. ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)