|
2023-11-22 17:30:48, 537 ნახვა
საზოგადოება
მერია - თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა თინათინის ქუჩაზე, თინათინისა და ერედვის ქუჩის კვეთიდან თინათინისა და ვახტანგ ჭელიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. "ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ფატმანის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, 08:30-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, შეზღუდვა მოიხსნება და სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე, მარცხნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი იგივე მარშრუტით იმოძრავებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)