|
2023-11-22 16:57:43, 557 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა თანასწორობის, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მარნეულში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. "შეხვედრის მონაწილეები თანასწორობის, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის ცნებებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის ფორმებსა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების შესახებ. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირებისას პროკურატურის მიდგომებსა და არსებულ პრაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განხილვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების, მათ შორის ქორწინების იძულების შესახებ. საქართველოს პროკურატურისათვის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)