|
2023-11-22 14:43:52, 606 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა თავხედობაა და მეტი არაფერი
"ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვარდების რევოლუციის შედეგებს "უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა". "ვარდების რევოლუციამ ქვეყანას მოუტანა შემდეგი: ეს იყო ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს. ასეთ დროს, "ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით "დიდ შეკრებას" აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)