20:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 12:41:59, 714 ნახვა

პოლიტიკა
რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედი შეიმუშავა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც 52 გვერდისგან შედგება, ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს, ესენია: 

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
  • სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
  • კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
  • მართლმსაჯულება;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  • მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).

ცნობისთვის, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics