|
2023-11-21 11:20:17, 716 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი საარჩევნო ბარიერზე - გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ
გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს. "თქვენ ბარიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება თავად ევროკავშირს, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ჩვენს წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები. არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5 პროცენტი, არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი არ არის საერთოდ. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს იქნება პირველი სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რა წესებიც არ უნდა იყოს, ეს წესები წარდგენილი იყოს რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები“,- აცხადებს ჰერჩინსკი, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)