|
2023-11-20 20:33:16, 832 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - მოქმედი პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, შეიწყალოს სააკაშვილი, ამით ის საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, წერტილს დაუსვამს
ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, შეიწყალოს სააკაშვილი, ამით ის საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, მას დიდი იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილს კიდევ შერჩა "რაღაც, რასაც ქართული ჰქვია" და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „სააკაშვილი არის საცოდაობა, რადგან მან, როგორც იმედმა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერა და დაასრულა ციხეში სისტემური დანაშაულების ჩადენის გამო, რისთვისაც სრულიად კანონიერი სასჯელი აქვს მისჯილი. ასეთი ადამიანი ვის ნამუსზე შეგდებას გადაწყვეტს, ოღონდ თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელაღსრულებისგან, პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, ბოლომდე მოიხადოს კანონიერი სასჯელი, რომელიც სამართლიანად აქვს მისჯილი და მსუბუქიც კი არის იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე აქვს დაშავებული. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ალბათ არ ვიქნები ერთადერთი და საქართველოში უმცირესობაში, თუ ვიტყვი, რომ მისდამი ძალიან დაბალი ხარისხის ნდობა მაქვს, მაგრამ ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის საკითხი დაუდგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი, თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, სააკაშვილი შეიწყალოს, ამით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს. დიდი იმედი მაქვს, ქალბატონ სალომეს კიდევ შერჩა ის რაღაც, რასაც ქართული ჰქვია, ქართული სინდის-ნამუსი ჰქვია და მისი მხრიდან ეს არ გაკეთდება. თავის ქმედებებში როგორც აქამდე იყო თავისუფალი და არღვევდა კონსტიტუციას, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც არის თავისუფალი, მაგრამ ჩვენი ვალია, მას ვუთხრათ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ამორალური ნაბიჯი, თუნდაც იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნიეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა (მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს).
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)