|
2023-11-20 19:10:41, 705 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, მგონია, რომ ერთ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი აღარ დააპირებს
რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, რომელზეც ადამიანები, ძალიან დიდი პროცენტი, იმედებს ამყარებდნენ, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან და 23 ნოემბრის მანიფესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "ყველამ იცის „ნაცმოძრაობის“ ცოდვები და მძიმე წარსული". „რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, რომელზეც ადამიანები, ძალიან დიდი პროცენტი ამ ქვეყანაში ამყარებდნენ იმედებს, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ერთ მდინარეში, თან იმ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, ძალიან დიდი ცოდვებით გაავსეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი ნამდვილად აღარ დააპირებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)