13:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 17:38:17, 557 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - სამინისტროსთან მიმდინარე აქცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შამუგიას თქმით, ამბროლაურში გარემოს ეროვნული სააგენტოსა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის 7 საათიანი შეხვედრა შედგა, სადაც მათ დეტალურად განუმარტეს თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

 „7 საათიანი შეხვედრა  შედგა  ამბროლაურში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა  დეტალურად  განუმარტეს პროტესტის მონაწილეებს,  თუ რა  პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ მათ, რომ ჩართულიყვნენ  ახალი   დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ აქციას სამინისტროსთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი არავისთვის, მით უმეტეს ჩემთვის; ადამიანები სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს. ეს განვუცხადეთ არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს პროცესის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძალიან სწრაფად არაუგვიანეს თვის ბოლოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველანაირი წინაპირობა დღეს არის იმისი, რომ  ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, - განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics