|
2023-11-20 15:46:04, 569 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ - ამას ვერ ეღირსება ვერც ალასანია და ვერც მისი დისშვილი
მისმა დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის: ეს იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ოკუპაცია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები. კობახიძის თქმით, "ალასანიას და სააკაშვილს საქართველოში იმის გამეორება სურთ, რაც 2008 წელს ხდებოდა, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება მათი გამოცდილებისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს". „ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გაზიარება, ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და ამით გაღიზიანებულები არიან ეს ადამიანები, ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია და ვერც მისი დისშვილი. გარდა ამისა, როცა საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როცა სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი. ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება სააკაშვილის ბიძის მხრიდან. საქართველოს, მათი გამოცდილებისგან განსხვავებით, უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან... პერიოდულად მათ აქვთ წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას. ეს იყო თემურ ალასანიას მორიგი წამოცდენა. ბუნებრივია, მათი სურვილი არის რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს უბრალოდ წამოსცდა, თორემ, ამას ხომ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. რასაც აკეთებდნენ ამ რეჟიმის, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს უბრალოდ წამოსცდა თემურ ალასანიას",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)