02:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:20:24, 641 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თითქმის არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს

მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს - თითქმის არ მახსენდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატებს, "უზრდელობის ფაქტი" არ ახსენდება, თუმცა, "გადაჭარბებული განცხადება და გადაჭარბებული რეაქცია" არსებობს. 

"ყველაფერი, ყოველ ჯერზე დაიწყო ქალი დეპუტატების უზრდელობით. მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა... 

ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან და იყო მეორე შემთხვევა, როცა იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მიეცა ასევე შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics