|
2023-11-20 15:12:59, 488 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი იქნება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, "ის იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც სააკაშვილი და ენმ-ი წარმოადგენს". როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანა. „ვფიქრობ, ზოგადად, არავის დაკავება და ციხეში ყოფნა არ უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანეს ცხრა წლის განმავლობაში, ისეთი რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, იყო ხელისუფლებაში და შენი ქვეყნის მოსახლეობას აკადრო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას? არა, პირიქით, დღესაც იგივეს განაგრძობენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ - თავიანთ ტელევიზიებს სიძულვილისთვის, ადამიანების დაპირისპირებისთვის, შანტაჟი, ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის მათი ხელწერა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)